წესები & პირობები

კანონმდებლობა 

საიტზე რეგისტრაციისას, თითოეული მომხმარებელი ავტომატურად მოექცევა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა და რეგულაციების ქვეშ. 

 

საიტზე რეგისტრაცია, თქვენი პროფილი, ინფორმაციის კონფიდენციალურობა

ჩვენი მომსახურებით სარგებლობისთვის, პირველ რიგში საჭიროა გაეცნოთ საიტის წესებსა და პირობებს. გაცნობის შემდეგ თუ თქვენ ეთანხმებით ყველა წესსა და პირობას შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩვენს საიტზე და ისარგებლოთ ჩვენი სერვისით. რეგისტრაციის დროს თქვენს მიერთ მითითებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მაქსიმალურად დაცულია “AGU.GE”-ის მიერ.

 

პროდუქტის/თანხის დაბრუნება

"AGU.GE" ვალდებულია მომხმარებლის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა დააბრუნოს ან გამოხვალოს პროდუქცია იმ შემთხვევაში, თუ: 

ა) პროდუქტი არ მივიდა არსებულ მისამართზე ან დაიკარგა გზაში საერთოდ

ბ) ნაყიდი პროდუქტი არ ემთხვევა ნაყიდს 

გ) ყიდვის დროს დაფიქსირებული ზომები არ ემთხვევა მისამრთზე მიტანილი პროდუქციის ზომებს  

დ) პროდუქტი დაზიანებულია.

* პირობები მოქმედებს პროდუქციის ჩაბარების დღიდან არაუგვიანეს 2 დღისა!

 

პროდუქციის აღწერილობა 

ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს პროდუქტის შესახებ მოგაწოდოთ ამომწურავი და სწორი ინფორმაცია. შეკვეთის გაფორმებამდე ყურადღებით გადახედეთ თითოეული პროდუქტის შესახებ მოწოდებულ ინფორმაციას, არჩეულ ფერს, ზომას და ინდივიდუალურ პირობებს.

 

ფასები

საიტზე ნაჩვენებია პროდუქტის მთლიანი ღირებულება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში), შეკვეთის გაფორმებისას ნაჩვენები ფასი მოიცავს პროდუქტის ღირებულებას, ტრანსპორტიების საფასურს და 50 ლარზე ქვემოთ შეკვეთის შემთხვევაში  მიწოდების ფასს 3 ლარს (50 ლარზე ზემოთ შეკვეთის შემთხვევაში, მიმდინარე გადასახადი ავტომატურად უქმდება).

 

მიწოდება

ჩვენ ვუზრუნველყობთ თქვენს მიერ შეკვეთილი პროდუქციის მოტანას თბილისის მასშტაბით, 2 სამუშაო დღის განმავლობაში.


იხილეთ ვრცლად ინფორმაცია მიწოდების შესახებ...


იმისთვის, რომ მოხდეს ადგილზე მიტანა, საჭიროა მომხმაებელმა სრულად დაფაროს შეკვეთის საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში შეკვეთა შეინახება კომპანიის ოფისში.


პროდუქტის ადგილზე მიტანა და მისი დაკარგვის საშიშროება 

"AGU.GE" პასუხს აგებს მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქციის უსაფრთხოდ ტრანსპორტირებაზე. შეძენილი პროდუქციის დაკარგვის შემთხვევაში (მიუხედავად დაკარგვის მიზეზისა) "AGU.GE" ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში გადახდილი საფასური მომხმარებელს.


გადახდა

თანხის გადახდა შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ვიზა/მასტერქარდ ბარათით, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში.

გადახდა ხორციელდება PAYPAL.COM -ს დაცული და უსაფრთხო სისტემის საშუალებით.

გადახდა არის მარტივი, უსაფრთხო და კომფორტული.


გადახდის მეთოდი

გადახდისთვის საჭიროა ვალუტის კონვერტირება ამერიკული დოლარის ექვივალენტში ( საიტი ავტომატურად ანახლებს საერთაშორისო კურს დოლარსა და ლართან მიმდევრობაში. )

საიტის ვალუტის გადავყვანა დოლარის კურზე მოგცემთ საშუალებას გადაიხადოთ PAYPAL-ის სისტემით.

რადგან PAYPAL-ი არ იღებს ქართულ ვალუტას ამიტომ საჭიროა საიტი გადავიდეს ამერიკული ვალუტის კურზე, რაც საშუალებას მოგცემთ მარტივად გადაიხადოთ და გააფორმოთ შეკვეთა საიტზე.