უსაფრთხოება

უსაფრთხოების პოლიტიკა 

უსაფრთხოების პოლიტიკა აღწერს პროცესებს "AGU.GE"-ის მიერ თქვენი ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და მისი გამჟღავნების შესახებ. 

 

საიტზე რეგისტრაციისათვის საჭიროა შემდეგი მონაცემების სწორად მითითება: 

ელ.ფოსტა და პაროლი: საჭიროა, ავტორიზაციის გასავლელად საიტზე.

სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი: ეს მონაცემები საჭიროა, რათა სწორად მოვახდინოთ მომხმარებლის იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დავუკავშირდეთ მას. 

ქალაქი და მისამართი: საჭიროა, რათა განხორციელდეს პროდუქტის მიწოდება.

 

ინფორმაციის გავრცელება 

ჩვენ თქვენი ნებართვის გარეშე არ ვუმხელთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მესამე მხარეს, თუმცა უფლებას ვიტოვებთ მითითებულ ელ.ფოსტასა და მობილურის ნომერზე გამოგიგზავნოთ სხვადასხვა ინფორმაცია ჩვენი სიახლეების, შეკვეთის სტატუსის, ინტერნეტ–პროექტების, ცვლილებების, შეთავაზებებისა და აქციების შესახებ. თქვენს შესახებ ინფორმაცია, შეიძლება გამოვიყენოთ სტატისტიკისათვის. სტატისტიკა ზოგადი ინფორმაციაა, რომელიც არ ამხელს თქვენს მონაცემებსა და ვინაობას. მაგალითად, „საიტზე რეგისტრირებულია X მომხმარებელი“.

 

ავტომატურად შენახული ინფორმაცია (Cookies) 

Cookies არის ტექსტური ფაილი, რომელიც თქვენს მყარ დისკზე ინახავს თქვენს მიერ მონახულებული ვებ-გვერდის შესახებ ინფორმაციას. ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს ტექნოლოგიას, რათა ვუზრუნველვყოთ საიტით სარგებლობა და უფრო მარტივი და ეფექტური გავხადოთ ის მომხმარებლისთვის.

 

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა

თქვენი პროფილის შესახებ ინფორმაცია დაცულია თქვენს მიერ შერჩეული პაროლითა და პირადი ელექტრონული ფოსტით. " AGE.GE"-ის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს გასცეს თქვენი ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებზე, თუ ამას მოქმედი საქართველოს კანონდებლობა მოითხოვს.

 

თქვენი გადაწვეტილება

საიტის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით უსაფრთხოების პოლიტიკის წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გთხოვთ ნუ ისარგებლებთ ვებ-საიტის მომსახურებით.

 

ცვლილებები უსაფრთხოების პოლიტიკაში 

"AGU.GE" იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს დაარედაქტიროს და შეცვალოს უსაფრთხოების პოლიტიკა, თუმცა ამის შესახებ აუცილებლად ეცნობება საიტის მომხარებელს ელ.ფოსტზე გაგზავნილი წერილის ან უშუალოდ საიტის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: INFO@AGU.GE